PalitraNews-ის რუბრიკა "ავტობილდი" დღეს ახალი Toyota Camry-სა და Mercedes AMG-მ "E-კლასს" დატესტავს.
თუ მდიდარი ხარ და მერსედესი გიყვარს... AMG-მ "E-კლასს" 612 ცხენის ძალა და დრიფტის რეჟიმი უბოძა. ერთი წუთით, ნუთუ ამ E 63 S-ზე თქვეს, ყველა დროის ყველაზე ბოროტი "E-კლასია" იმ "E-კლასებს" შორის, რაც AMG-ს ოდესმე შეუქმნიაო.
"ტოიოტამ" დეტროიტის ავტოშოუზე ახალი Camry წარმოადგინა. იაპონელთა ბესტსელერს აშშ-ის ბაზარზე ახლა უფრო ემოციური დიზაინი აქვს და ახალი ძრავებიც მიიღო. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ახალი Toyota Camry დეტროიტის ავტოშოუს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლეა, რადგან წლებია, Camry აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი სედანი გახლავთ. ახალ კი გამოვიდა ახალი მოდელი, რომელმაც წინამორბედის წარმატებული გზა უნდა გააგრძელოს. თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, "ტოიოტა" ისეთი ფორმულით მოქმედებს, აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რომ ეამება: Camry იწარმოება ამერიკაში, ამერიკელების მიერ და ამერიკელებისთვის!ახალი, რიგით მე-8 თაობის Camry-ს დიზაინი წინამორბედზე გაცილებით ემოციურია.