კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ ძველი "სირცხვილიას" და ახლანდელი "გაბედეს" მოძრაობის წევრებთან შეხვედრაზე შეთანხმებული იყო და მათგან ბრალდებებს ვერ მიიღებს. დეპუტატი ვერ აკონკრეტებს თარიღს, თუ როდის იყო შეხვედრა დანიშნული, თუმცა, აღნიშნავს, რომ მათ შეხვედრის სურვილი არც ამ ფაქტის შემდეგ გამოუთქვამთ.
სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა მიზანი შოუს დადგმაა და ისინი გულწრფელები არ არიან.
"გაბედეს" წევრებმა სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქცია გამართეს. აქტივისტები ბიუროსთან ჩაფხუტებით მივიდნენ. მათი განმარტებით, "ქართული ოცნება" ყველგან კონტრაქციას ახვედრებს და ეს ჩაფხუტები თავდაცვის მიზნით აქვთ.