კომპანია Google ასახელებს ყველაზე რეიტინგულ ცნობილ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად მოძებნეს.Google-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პირველ სამ ადგილს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, კერძოდ, ანაჰაიმში, პარიზსა და ორლანდოში არსებული „დისნეილენდები“ იკავებს. პირველ ხუთეულში ხვდებიან ასევე - ისეთი ცნობილი ტურისტული ადგილები, როგორიც არის თაჯ-მაჰალი და მაჩუ-პიქჩუ. ტურისტული ადგილების ათეულში ხვდებიან ასევე: კოლორადოს დიდი კანიონი, ცათამბჯენი „ბურჯ-ხალიფა“, ეიფელის კოშკი, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი და ნიაგარის ჩანჩქერი.