12:36
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ტურისტული სარეკლამო ბიზნესი სწრაფად იზრდება
25-11-2021

გლობალური ტურისტული სარეკლამო ბიზნესი სწრაფად მზარდია, რადგან პრობლემური 2020 წლის შემდეგ, ბრენდები მომხმარებლებთან ურთიერთობას უკვე აღადგენენ. ამის შესახებ Zenith Business Intelligence-Travel-ის ანგარიშში წერია.

ანალიტიკოსების პროგნოზით, 13 ძირითად ბაზარზე ტურისტული რეკლამა წელს 24%-ით გაიზრდება, რაც მთლიან სარეკლამო ბაზართან შედარებით, ორჯერ მეტია. ეს სეგმენტი მომავალ წელს 36%-მდე, ხოლო 2023 წელს 19%-მდე გაიზრდება.

ტურისტულმა სარეკლამო ბიზნესმა 2020 წელს შემოსავლის, თითქმის, ნახევარი - 46% დაკარგა, მაშინ, როცა მთლიანობაში სარეკლამო ბაზარი მხოლოდ 4%-ით შემცირდა. Zenith-ის შეფასებით, გლობალური სარეკლამო ხარჯები ამ სეგმენტში 2019 წლის 18 მლრდ დოლარიდან 2020 წელს 9,7 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

წელს ტურისტული სარეკლამო ხარჯები 2019 წლის მაჩვენებელზე 33%-ით ნაკლები იქნება, ხოლო მთლიანი სარეკლამო ბაზარი კრიზისამდელ დონეს 7%-ით გადააჭარბებს. ასეთი ვითარება 2023 წლამდე გაგრძელდება, როცა სამოგზაურო ხარჯები 2019 წლის დონეს გადააჭარბებს და 19,6 მლრდ დოლარს მიაღწევს.

Zenith-ის კვლევა 13 ბაზარზე, ავსტრალიაში, კანადაში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთში, იტალიაში, პოლონეთში, რუსეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში ჩატარდა, რაც გლობალური სარეკლამო ხარჯების 74%-ს შეადგენს. ანგარიში როგორც საქმიან, ისე დასასვენებელ შიდა და საერთაშორისო ტურიზმს მოიცავს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები