როგორც ცნობილია საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიაა. 2019 წელს საქართველოს საერთაშორისო ტურიზმისგან 3 მილიარდ 300 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, თუმცა 2020 წელს კორონავირუსის გავრცელებამ ყველაზე დიდი ზიანი სწორედ აღნიშნულ სექტორ მიაყენა.
შექმნილი რთული მდგომარეობის პირობებში თიბისი კაპიტალმა 2020 წელს ტურისტული შემოსავლების შემცირების 3 შესაძლო სცენარი გამოაქვეყნა.
საბაზისო სცენარის მიხედვით, რეგიონში შეზღუდვები მაისისა და ივნისის პიერიოდში მოიხსნება, ამასთან პირველი ივლისიდან საქართველოში საერთაშორისო ფრენების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება. შესაბამისად, აღნიშნული საბაზისო სცენარით 2020 წელს საქართველოში ტურისტული შემოსავლები 65 პროცენტით შემცირდება.
მეორე და შედარებით ოპტიმისტური სცენარის მიხედვით შესაძლოა ზაფხულმა კორონავირუსის განეიტრალებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ამ შემთხვევაში ტურისტული შემოსავლების მხოლოდ 55 პროცენტით შემცირებაა ნავარაუდები.
ხოლო პესიმისტური სცენარის პირობებში მსოფლიოში და საქართველოშიც შემზღუდველი ღონისძიებები უფრო დიდხანს შენარჩუნდება, რის გამოც ტურისტული შემოსავლების 85 პროცენტით შემცირებაა მოსალოდნელი.