2020 წლის მე-3 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 მილიარდ 331 მილიონ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 5.9 პროცენტით.
„საქსტატის“ ცნობით, ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ყველაზე მეტად ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია - განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები დაზარალდა, რომლის ბრუნვამაც მესამე კვარტალში 335 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 53,1%-ით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში ზრდა მხოლოდ შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები, განათლება, ინფორმაციისა და კომუნიკაციის საქმიანობები; სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა.