საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მასტერკლასი "სამედიცინო ტურიზმი" გაიმართა.
ტრენინგი საქართველოს სამედიცინო საბჭოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობით შედგა. მარსტერკლასი მსოფლიოში წამყვანმა საერთაშორისო ტრენერმა, სამედიცინო ტურიზმის კონსულტანტმა პრემ იაგასმა ჩაატარა.
მასტერკლასს ტურიზმისა და სამედიცინო სფეროს 100 წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. პრემ იაგასი მაღალი დონის გლობალური ჯანდაცვის საკონსულტაციო მომსახურებებსა და ტრენინგებს ატარებს სამედიცინო ტურიზმის განვითარებისათვის სამთავრობო ორგანოების, ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და სამედიცინო ტურიზმის ფასილიტატორთვის.