ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება და არსებული გამოწვევების განხილვა იყო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, შრომის ინსპექციის სამსახურსა და ჰორეკა სექტორის წარმოადგენლებს შორის შეხვედრის მთავარი მიზანი.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში კადრების გადამზადების, ბაზრების დივერსიფიცირების და ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების აუცილებლობას.
აღსანიშნავია, რომ მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგ პროგრამების ჩატარებას გეგმავს.