ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საგამოფენო ბიურომ, უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში ადგილობრივი წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთში ზურაბ აბდუშელიშვილი დაესწრო. პრეზენტაციას უზბეკეთის 65-ზე მეტი ტურ-ოპერატორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საგამოფენო ბიუროს წევრი 11 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.