22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით გუდაურში ფასდაკლების კვირეული ტარდება. Discount Week საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივით იმართება.
ფასდაკლების კვირეულთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუდაურში პრეს-ტური გამართა. სხვადასხვა მედიაშუალებების წარმომადგენლებს სამთო-სათხილამურო კურორტზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა. პრეს-ტურის მონაწილეებმა კობი-გუდაურის სათხილამურო არეალი დაათვალიერეს, სადაც 4 ფრანგი სპეციალისტი, ქართველ მეზვავეთა გუნდს 3 დღის განმავლობაში გადაამზადებენ.
პირველად საქართველოში, კობი-გუდაურის სასრიალო არეალში დამონტაჟედება სუპერთანამედროვე ზვავსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც საშუალებას იძალევა სრიალი უფრო უსაფრთხო გახდეს.
ფასადაკლების კვირეულში გუდაურის 11 სასტუმროა ჩართულია. ფასდაკლების კვირეულში მონაწილე ტურისტებს 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით მთის კურორტების განვითარების კომპანია 2 დღიან სასრიალო აბონემენტზე 30% ფასდაკლებას სთავაზობს. ფასდაკლების კვირეულის მიზანია ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება.