თურქეთი ჩინეთიდან შესრულებული ყველა რეისის მგზავრის ვირუსზე შემოწმებას იწყებს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შანხაიდან, პეკინიდან და გუანჯოუდან ჩასული პირველი ვიზიტორები სპეციალურ კამერებში შეამოწმეს.
გავრცელებული ცნობით, მგზავრებს ამოწმებენ რუსეთის ცალკეულ აეროპორტებშიც. ჩრდილოეთ კორეამ კი ტურისტებისთვის საზღვარი დროებით ჩაკეტა. შეგახსენებთ, ჩინეთის გარდა დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, აშშ-სა და ტაილანდში. ახალი ტიპის კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცლედა. დადასტურებული ინფორმაციით, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.