თურქეთი და რუსეთი, სამთვენახევრიანი პაუზის შემდეგ, ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ. თურქული მედიის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა 15 ივლისიდან ახლდება.
„რუსეთთან ფრენების დღეიდან განახლებაზე შევთანხმდით,“- განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ. ანკარამ კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საერთაშორისო ფრენების აღდგენა 11 ივლისიდან დაიწყო.
ამჟამინდელი მდგომარეობით, თურქეთმა საჰაერო მიმოსვლა რუსეთის გარდა 31 ქვეყანასთან განაახლა.