2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მილიარდ 193 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია.საქართველოსთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება. კერძოდ, მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში მილიარდ 293 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა.2019 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ტრიკოტაჟის ნაწარმი იყო, რომლის ექსპორტმაც 27 მილიონ 345 ათას 200 დოლარი შეადგინა. მას მოსდევს ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისგან - 23 მილიონ 449 ათას 200 დოლარით, მე-3 ადგილზე კი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რომლის ექსპორტიც 13 მილიონ 750 ათას 200 დოლარი იყო.რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო, რომლის იმპორტმაც 64 მილიონ 416 ათას 700 დოლარი შეადგინა. მას მოსდევს 49 მილიონ 207 ათას 200 დოლარით მსუბუქი ავტომობილები, მე-3 პოზიციას კი ჩამონათვალში შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები იკავებს, რომლის იმპორტმაც 31 მილიონ 585 ათას 400 დოლარი შეადგინა.