2020 წელის 9 თვეში, საქართველოში მილიონ 591 ათასი ამერიკული დოლარის 2 ათას 917 ტონა ლიმონის იმპორტი განხორციელდა.
ეს კი გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 757 ტონით მეტია. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ჯამში, მილიონ 240 ათასი დოლარის ღირებულების, 2 ათას 160 ტონა ლიმონი შემოვიდა.
ქვეყნების ჩამონათვალში კი, საიდანაც 2020-ში იმპორტი განხორციელდა, თურქეთი ლიდერობს, მას მოსდევს - არგენტინა , მე-3 ადგილზეა - სამხრეთ აფრიკა, მას მოსდევს ჩინეთი, ნიდერლანდები და არაბთა გაერთიანებული საამირო.