თურქეთის არმიის საჰაერო დარტყმების შედეგად სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" 51 მებრძოლი განადგურდა, მათ შორის 4 მეთაური. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის არმია ავრცელებს. წყაროს ცნობით "ისლამური სახელმწიფოს" 59 პოზიცია დაიბომბა. ავიაგამანადგურებლებმა სულ 56 შენობა გაანადგურეს. საჰაერო დარტყმების მთავარი მიზანი ტერორისტული ეგრედ წოდებული სახელმწიფოს მებრძოლების თურქეთის საზღვრიდან მოშორებაა.