ეს არის მიუღებელი ფაქტი და ჩვენ ძალიან განვიცდით არჩლ ტატუნაშვილის გარდაცვალებას, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანიმ განაცხადა. ელჩის თქმით, თურქეთის პოზიცია ურყევია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში და რომ თურქეთი დღესაც მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.