სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და თურქეთის ელჩმა ქართული ზეთისხილის საწარმო დაათვალიერეს. ქართულ-თურქული ინვესტიციით შექმნილ კომპანიას ზეთისხილის ბაღები 400 ჰექტარზე აქვს გაშენებული; კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სტუმრებმა,ზეთისხილის ბაღებიც დაათვალიერეს, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. აღინიშნა, რომ ახალი მავნებელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს.