თურქეთის ქალაქ ბოდრუმთან 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრნდნობით ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, მიწისძვრის ეპიცენტრი საკურორტო ზონიდან 15 კილომეტრში იყო. მსხვერპლის, დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისძვრა ბოდრუმსა და საბერძნეთის კუნძულ კოსზე რამდენიმე კვირის წინაც იყო, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100- მეტი მოქალაქე კი დაშავდა.