თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ პოლიტიკური პარტია შექმნა. ერთ დროს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკავშირემ გადაწყვიტა ახალი პარტია შეექმნა, რომელსაც "მომავლის პარტია" ერქმევა.
"ახალი პარტია იქნება პოლიტიკის ცხოვრებაში ახალი სუნთქვა", - განუცხადა წყარომ "როიტერსს".
60 წლის დავუთოღლუ თურქეთის პრემიერის პოსტს 2014-დან 2016 წლამდე იკავებდა. მან მმართველი პარტიის დატოვების შესახებ რამდენიმე თვის წინ განაცხადა. იგი ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებდა პრეზიდენტს და მმართველ პარტიას ეკონომიკური მენეჯმენტის და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვების გამო.