თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ ქურთებმა დაცალეს ციხე, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იმყოფებოდნენ, და პატიმრები გაიტაცეს. მისივე თქმით, რეგიონში, სადაც თურქეთი "უსაფრთხოების ზონის" შექმნას აპირებს, მხოლოდ ერთი საპყრობილე არსებობს ისეთი, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იყვნენ დაპატიმრებული.
"როგორც იცით, არის საპყრობილეების საკითხი. ჩვენს რეგიონში მხოლოდ ერთი ციხე იყო, და როდესაც იქ მივედით ვნახეთ, რომ ქურთული შენაერთების მიერ დაცლილი იყო და და იქ დაკავებული "ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები" გატაცებული ჰყავდათ. ჩვენ ეს ფოტოებისა და ფილმების საფუძველზე გავარკვიეთ და ჩვენს პარტნიორებს ამის შესახებ ვესაუბრეთ", - განაცხადა ჰულუსი აკარმა ჟურნალისტებთან საუბარში.
რეგიონის ქურთული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აინ ისაში მდებარე ბანაკიდან "ისლამური სახელმწიფოს" 785 მებრძოლი გაიქცა.