თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" 203 ლოკაციებზე იერიშები მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ, ქვეყნის შეიაღებულ ძალებზე დაყრდნობით, დასავლური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, საჰაერო თავდასხმები ელ-ბაბსა და ბზაგაში განხორციელდა, შედეგად განადგურდა ISIS ის კუთვნილი 64 შენობა და ჯავშანტექნიკა, დაიღუპა დაეშის 21 ტერორისტი. შეგახსენებთ, თურქეთი სირიაში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით "ევფრატის ფარი" რამდენიმე თვეა ატარებს. ანკარას მთავარ მიზანს თურქეთ-სირიის საზღვრიდან ტერორისტების განდევნა წარმოადგენს.