თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 54 740 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 276-ით გაიზარდა. თურქეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო და დღემდე ვაქცინის პირველი დოზა 10.55 მილიონ, ორივე დოზა კი - 7.41 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.