თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 3629-მდე გაიზარდა. დაღუპულია 75 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს.
"დაჟინებით მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ სიფრთხილის ზომები და ქუჩაში გამოსვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ", - აღნიშნა კოჩამ. მისივე თქმით, პაციენტების უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.