11:06
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თურქეთში თხილი 7,64 დოლარამდე გაძვირდა - რა ღირს ქართული თხილი
05-05-2020

თურქეთში თხილის შეზღუდული მიწოდების გამო, პროდუქციის შესყიდვებს უკვე ორ კვირაზე მეტია ზედიზედ ძირითადად ექსპორტიორები ახდენდნენ. ამან კი თხილის ფასზე გავლენა უკვე მოახდინა, რასაც ლირას გაუფასურებაც დაემთხვა, შედეგად, დღეს ერთ კილოგრამ თურქულ თხილზე ფასი 7 დოლარამდე და 64 ცენტამდე გაიზარდა.

ამასთან, როგორც east-fruit-ი წერს, თურქეთში სეზონურობის გათვალისწინებით, 2020-21 წლის სეზონზე დაბალი მოსავლიანობაა მოსალოდნელი, რის გამოც ფერმერებმა და თხილით მოვაჭრეებმა მარაგების შექმნა დაიწყეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა საკარანტინო შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა მოთხოვნა-მიწოდებაზეც. ამის მიუხედავად, მარტში თურქეთმა ექსპორტზე დაახლოებით 40 ათასი ტონა თხილი გაიტანა. მაისში თურქეთის მარცვლეულის საბჭომ გასაყიდად 20 ათასი ტონა თხილი გაიტანა. თუმცა მაისის გაყიდვები გაიხსნება მხოლოდ ექსპორტიორებისა და გადამამუშავებლებისთვის, და არა ტრეიდერებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში თხილის ბაზრის 75% თურქეთზე მოდის, რაც თავისთავად გავლენას ახდენს ფასებზე სხვა მწარმოებელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოზეც. east-fruit-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი კილოგრამი ქართული თხილი 7 დოლარი და 50 ცენტი ღირს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები