თურქული ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინსი" 2016 წელს 440 847 მგზავრს მოემსახურა, რითაც საქართველოს ავიაბაზრის 16% აკონტროლებს. ამასთან ერთად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, წლიურად თურქული კომპანიის წილი 4 პროცენტით არის შემცირებული. რეიტინგში მეორე ადგილზე დაწინაურდა უკრაინის ავიახაზები, მესამე პოზიციაზე კი ჯორჯიან ეარვეიზია. რაც შეეხება სხვა აივიაკომპანიებს: სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, ბაზრის 6-6%-იანი წილის მფლობელები არიან: აეროფლოტი, ფლაი დუბაი, ვიზეარი და ეს შვიდი. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ისრაელი იყო.