თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით ორშაბათს რეკორდულად გაუფასურდა. გუშინდელი კურსით 1 დოლარის ფასი 7 ლირა და 83 ქურუში გახდა, რითაც აგვისტოს რეკორდს გადააჭარბა, როცა 7 ლირა და 27 ქურუში ღირდა. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოწვეულია იმ მოლოდინებით, რომელიც დაკავშირებულია თურქეთის შესაძლო ჩართვასთან სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც 27 სექტემბერს გამწვავდა.
როგორც ცნობილია, თურქულ მხარეს მჭიდრო კავშირები აქვს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მხარს უჭერს ბაქოს.