თურქული ვებგვერდი haberler.com სამი ქართველის დაკავების შესახებ იუწყება, რომლებიც თურქეთის პროვინციებში - იალოვაში, ბურსაში, კოჯაელსა და ბალიკესირში ბინების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები.მედიასაშუალება დაკავებულების ინიციალებს და ასაკს აქვეყნებს: С.Т. (32), Z.N. (34) и С. С. (32). აღნიშნული მედიასაშუალების ცნობით, ისინი ბინებს ტეხდნენ და ტექნიკასა და ძვირფასეულობებს იპარავდნენ.პოლიციამ დამნაშავეები დევნის შედეგად დააკავა. მანქანაში მათ მოპარული ნივთები, ძვირფასეულობა და თანხა აღმოაჩნდათ.