პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში საზღვაო აკადემიაში სტუდენტებთან შესახვედრად ჩავიდა, აკადემიის ეზოში მას არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა“ და „ნაცმოძრაობის“ წევრები პროტესტით დახვდნენ. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ გიორგი გახარიასთან შეკითხვები ჰქონდათ გავრილოვის ღამესთან, მაკო გომურის საქმესა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. თუმცა სამართლადამცველებმა მათ პრემიერთან მიახლოვების საშუალება არ მისცეს.