მასობრივი თვითიზოლაციისა და დისტანციურ რეჟიმში მუშაობამ, მსოფლიოში კომპიუტერულ ტექნიკაზე მოთხოვნა გაზარდა.
2020 წლის 3 თვეში Intel-ის შემოსავალი 23%-ით გაიზარდა. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბობ სვონი აცხადებს, ზრდა მეორე კვარტალშიც შენარჩუნდება, თუმცა 2020 წლის მეორე ნახევარში რა იქნება, "ცოტა გაურკვეველია".
ანალიტიკოსები Financial Times-თან საუბრისას Intel-ის ასეთ ფინანსურ მაჩვენებლებს ”კოსმიურს” უწოდებენ. 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი 19 მილიარდ 800 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. Intel-ი მეორე კვარტალში, შემოსავლის 12% -ით ზრდას პროგნოზირებს.