თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გამთენიისას ხანძარი გაჩნდა.უსაფრთხოების მიზნით, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა მამაკაცმა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო მანქანა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.