საპატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. როგორც ბოტკოველმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიზეზი სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი საპატრიარქოში ბოლო დღეებში არ უნახავს.მისივე თქმით, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.