კომპანია Twitter-ის შემოსავლები 2021 წლის მეორე კვარტალში 74%-ით მილიარდ 200 მილიონ დოლარამდე არის გაზრდილი. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია აღნიშნული.
CNBC-ს ცნობით, ეს არის ყველაზე სწრაფი ზრდა ამ სოციალური ქსელისთვის 2014 წლის შემდეგ. ტელეკომპანიის ცნობით, პლატფორმის მოგებამ 65 მილიონ 600 ათას დოლარს მიაღწია, მაშინ როცა გასულ წელს მილიარდ 380 მილიონი დოლარის წაგება ჰქონდა. კომპანიის შემოსავლებში რეკლამიდან მიღებული შემოსავლის წილი 87%-ია და მილიარდ დოლარს აღწევს.
Twitter-ი ზრდას ელოდება მესამე კვარტალშიც და მილიარდ 200 - მილიარდ 300 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს.