სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გამოჯანმრთელების დინამიკა დადებითია, თუმცა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, - ამის შესახებ პალიტრანიუსს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა. მისივე თქმით, უწმინდესს სავარაუდოდ გრიპის ვირუსული ინფექცია აქვს გაციების ფონზე, რის გამოც პერიოდულად დაბალი ტემპერატურა აღენიშნება.