ანაკონდაზე შექმნილი უამრავი მითისა და ლეგენდის წყალობით, საკმაოდ რთულია სინამდვილის გამონაგონისგან განსხვავება, რაც პირველ რიგში გველის უზარმაზარი გაბარიტებით, მისი მიუვალი საბუდარით და საკმაოდ "კარჩაკეტილი" ცხოვრების წესით აიხსნება. ლიტარატურულ ნაწარმობში ანაკონდა პირველად პედრო სიესა დე ლეიონემ მოიხსენია, როცა 1553 წელს მოთხრობაში "პერუს ქრონიკა" 20 ფუტის ქვეწარმავალი აღწერა, წითელი თავითა და ბოროტი მწვანე თვალებით, რომელმაც ერთიანად გადასანსლა უსუსური შვლის ნუკრი.