ჟაკლინ კენედიზე - შეერთებული შტატების პირველ ლედისა და მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე პოპულარულ ქალბატონზე, რომელმაც საკუთარი სიმტკიცითა და თავშეკავებით აღაფრთოვანა მსოფლიო, ათობით წიგნი დაიწერა და უამრავი ფილმი შეიქმნა, თუმცა ინტერესი მისი პერსონის მიმართ მაინც არ ქრება, რადგან ცნობისმოყვარეობა ბევრს დღემდე არ ასვენებს და უნდა შეიტყოს, სინამდვილეში რა გადაიტანა ერთი შეხედვით სუსტმა ქალმა მეუღლის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ. მსგავსი შეკითხვა გაუჩნდა ჩილელ რეჟისორს პაბლო ლარაინსაც, რომელმაც დეტექტივის ან დრამის ნაცვლად, ერთგვარი "ქალის პორტრეტი" შექმნა, საკუთარი ნამუშევარი კი, ჟაკლინ კენედის მიუძღვნა.