"უარი უსახლკარობას", "თბილისი უსახლკაროების გარეშე" - ამ ლოზუნგებით თბილისის მერიასთან პროტესტის აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას და უსახლკაროთა პრობლემების მოგვარებას ითხოვნდენ. ისმოდა ბრალდებებიც. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, რომ მერიამ უსახლკაროებისთვის გადასაცემი ბინები, დევნილთა სამინისტროს გადასცა.აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მთავრობა უსახლკაროებს დიდი ხანია დახმარებას ჰპირდება, თუმცა უშედეგოდ.