ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს მენეჯერის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმე და არასტაბილურია.მისი თქმით, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამი წლის ბავშვი შემოიყვანა. მას პოლიტრავმები აღენიშნება. პაციენტის მდგომარეობა მძიმე, არასტაბილურია. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის მას ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობა უტარდება“ , - აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.სამი წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის ღია ფანჯრიდან გადმოვარდა.