ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.