თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავებულია ერთი ადამიანი.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.