02:18
28 სექტემბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
უეფამ გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
16-01-2020

უეფამ გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა და 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. როგორც უეფას ვებგვერდი წერს, აღნიშნულ გამოკითხვაში 2 მილიონ ადამიანზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. წლის მეკარედ ლივერპულელი ალისონი დასახელდა, ხოლო დაცვა ალექსანდრ არნოლდით, მატიას დე ლიხტით, ვირჯილ ვან დაიკითა და ენდი რობერტსონით დაკომპლექტდა. ნახევარდაცვის ხაზში ფრენკი დე იონგი და კევინ დე ბრუინი მოხვდნენ, ხოლო შემტევეთა კვარტეტი ლიონელ მესით, კრიშტიანუ რონალდუთი, რობერტ ლევანდოვსკით და სადიო მანეთი შეივსო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები