დედაქალაქის მასშტაბით არსებული 62 უფასო სასადილოთი, დღეის მდგომარეობით, 41 212 ბენეფიციარი სარგებლობს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მერიისა და წითელი ჯვრის კოორდინაციით შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები ყოველდღიურად 1039 ოჯახს ემსახურებიან და მათთან საკვები მიაქვთ.
მოხალისედ მუშაობის მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტრენინგი, მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს, უნდა იყოს სრულიად ჯანმრთელი და არ მიეკუთვნებოდეს რისკ ჯგუფს. მოხალისეები თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნით აღჭურვილნი არიან ერთჯერადი პირბადეებით, სამედიცინო ხელთათმანებით, სათვალეებით და ხელის დეზინფექტანტებით. ასევე, ჟილეტებითა და შესაბამისი ბეიჯებით.