ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის უფლისციხის სამხედრო ბაზაზე განწესში მყოფმა, სამხედრო მოსამსახურემ, მასზე გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.მომხდარის შესახებ ოჯახი ინფორმირებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 115-ე მუხლით, რაც თვითმკლელობის მცდელობას გულისხმობს. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.