ოსკარის რიგით 94-ზე დაჯილდოებაზე კრის როკისთვის სახეში გარტყმის შემდეგ უილ სმიტმა ჰოლივუდის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია დატოვა. ამ ინციდენტის მიზეზი ის იყო, რომ კრის როკმა ოსკარის ცერემონიაზე ჯეიდა პინკეტ სმიტის გადაპარსულ თავზე იხუმრა. პასუხად კი ჯეიდას ქმარმა, მსახიობმა უილ სმიტმა, კრის როკს სახეში გაარტყა. უილ სმიტმა ბოდიში მოუხადა ოსკარის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს, რადგან მისი აზრით, ამ ადამიანებს თავიანთი წარმატების აღნიშვნაში ხელი შეუშალა და აღნიშნა, რომ გული ძალიან წყდება. "მე ვტოვებ კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას და მზად ვარ იმ შედეგებისთვის, რომლებსაც საბჭო დაადგენს. ცვლილებებს დრო სჭირდება და მე მზად ვარ, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა ძალადობამ გონებაზე აღარასდროს გაიმარჯვოს", — განაცხადა უილ სმიტმა."ჩვენ მივიღეთ და უკვე დავთანხმდით უილ სმიტის მოთხოვნას კინოაკადემიის დატოვების შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ უილ სმიტის მიერ ქცევის სტანდარტების დარღვევის განხილვას, რის შესახებაც 18 აპრილს დაგეგმილ საბჭოს სხდომაზე ვისაუბრეთ", — ვკითხულობთ კინოაკადემიის განცხადებაში.