ამერიკელ მსახიობ უილ სმიტს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში გადაიღებენ. ფილმში სახელწოდებით „ტყუპები“ ძირითადად ფუტურისტულ კომპიუტერულ სახეებს გამოიყენებენ, ფილმი თავიდან-ბოლომდე სპეცეფექტებზე იქნება აგებული. „ტყუპების“ გადაღება 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება. ფილმის პროდიუსერი ჯერი ბრუკჰაიმერი აცხადებს, რომ ეს პროექტი არის „რევოლუციური ნახტომი“ ტექნოლოგიებში.