სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე ექვსი პირი პასუხისგებაში მისცეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ჰქონდათ განთავსებული კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები, რაც მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.