"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სემეკ-ის იმ დარბაზში, სადაც საჯარო სხდომები იმართება, მჯდომარე აქციას მართავს. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, ის არ მისცემს კომისიის წევრებს საშუალებას, რომ სხდომა განაახლონ.
შალვა ნათელაშვილი კომისიის წევრების მაგიდის წინ დაჯდა და მოქალაქეებს მოუწოდებს ყველა სემეკში მივიდეს. მას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ფანგანმა ცივი წყალი შესთავაზა.