01:34
22 ოქტომბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა, მოვითხოვ, გამოძიება სწრაფად და ობიექტურად ჩატარდეს - ვლადიმერ ზელენსკი
26-09-2020

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. „გუშინ, საშინელი ტრაგედიის შედეგად უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა. მოვითხოვ, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები სასწრაფოდ დადგინდეს და გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდეს,“- აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 - შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

AutoPlay
თავდამსხმელის ქცევა ბანკში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
გამოქვეყნდა 0 წუთის წინ
"აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია" - შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით ავტომარში "დაუპიპინე ბიძინას" გაიმართა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ზუგდიდის პოლიციაში გათავისუფლებული მძევლების გამოკითხვა მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები