უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. ამის შესახებ CNN უკრაინის პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალი ევროპაში 2-ნახევარ გიგავატამდეა. ამ სცენარის მიხედვით კი სახელმწიფოს წელიწადში 70 მილიარდზე მეტი უკრაინული გრინვის მიღება შეეძლება.
ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით, ეს იქნება ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის დამატებითი წყარო და ძალიან საჭირო შემოსავლები უკრაინისთვის.