უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიამ უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 1 მილიარდი ევროს საგრანტო დაფინანსების შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
"თანხები, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული იქნება საომარი ვითარების დროს, პრიორიტეტული სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დასაფინანსებლად", - ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მედიის ცნობით, უკრაინა გერმანიისგან თანხებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეშვეობით მიიღებს.
"იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში თანხებს მივიღებთ. ეს გრანტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად, ამ რთულ პერიოდში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ გერმანიის მთავრობის დახმარებას", - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ.