18:19
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა
14-01-2022

უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ".

მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორისაა: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა.

ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები და ასევე ღორის გამოსახულების სურათი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ნაადრევია იმის თქმა, თუ ვის შეიძლებოდა განეხორციელებინა თავდასხმა, მაგრამ აღნიშნა, რომ წარსულში მსგავსი თავდასხმების უკან რუსეთი იდგა.

AutoPlay
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ლარი 3.0696 გახდა
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მეტრომანები არ უქმდება - რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პროკურატურამ მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ ორ პოლიციელს ბრალდება წარუდგინა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - გორის სამხედრო ჰოსპიტალს წაშლილი აქვს ჩანაწერები ან არ შეუნახავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გერმანიასა და პოლონეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები